წყალტუბოს N1 სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებმა ოტია იოსელიანის პოეტური ქმნილებები დიდი ინტერესით შეისწავლეს
17-06-2020

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებმა ოტია იოსელიანის პოეტური ქმნილებები დიდი ინტერესით შეისწავლეს.

„მე-11 კლასის მოსწავლეებმა დიდი ინტერესით შეისწავლეს ოტია იოსელიანის პოეტური ქმნილებები, რომლებიც გაჯერებულია სიყვარულით. მათში ჩანს პოეტის სულიერი მრწამსი, კონდესირებულია ვნება- განცდები, ფილოსოფიური ხედვა, სამშობლოს ტკივილი. პოეტი შესტრფის და შეხარის ყოველივე ლამაზს, ამაღლებულს, მშვენიერს, ჯანსაღს, მხატვრულ სახეებში გაცოცხლებულ სიკეთესა და სილამაზეს, ამიტომაც მისი ლექსები ყოველთვის იქნება ჩვენი სულიერი საზრდო“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203