„ჩვენ ერთად ნამდვილად შეუძლებელი შევძელით“- ხუნწის საჯარო სკოლის მასწავლებელი ნინო დანელია მოსწავლეებს მე-4 კლასის დამთავრებას ულოცავს
17-06-2020

მარტვილის მუნიციპალიტეტის ხუნწის საჯარო სკოლის მასწავლებელი ნინო დანელიამ მოსწავლეებს მე-4 კლასის დამთავრებას ულოცავს, მათ მშობლებს კი დისტანციური სწავლების პროცესში გვერდში დგომასა და დახმარებისთვის მადლობას უხდის.

„ყოველი ცოდნის ახალ საფეხურზე გადასვლა, წინ გადადგმული ნაბიჯია წარმატებისაკენ. ხუნწის საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეები, სწორედ ამ ახალ საფეხურზე გადადიან, თითოეული მათგანის დიდი სურვილი და მონდომებაა რომ იყვნენ წარმატებულები და სკოლისათვის საამაყოები. საამაყო ნამდვილად გვაქვს რადგან, ყველაში დევს ის პოტენციალი რასაც ხარისხიანი ცოდნის მიღების შესაძლებლობა ჰქვია. ჩვენ ერთად ნამდვილად შეუძლებელი შევძელით, რათა საამაყო გვქონოდა, ეს პატარა „ჯიუტი“ გოგო-ბიჭები ძალიან მალე გაიზარდნენ, არამარტო ფიზიკურად არამედ ცოდნის მხრივაც, მათი სწავლისადმი მონდომება საზღვრებსაც კი გაცდა და შედეგი ნამდვილად სახეზე გვაქვს, მე როგორც მათი მათემატიკის მასწავლებელი (ნინო დანელია), უკვე ძალიან ბედნიერი ვარ, მჯერა რომ მაღალ საფეხურზეც არ შემარცხვენ...მთელი სკოლის სახელით, მინდა მადლობა ვუთხრა მათ მშობლებს, იმ გვერდში დგომისთვის, იმ დახმარებისთვის რასაც ყოველდღე ვგრძნობდი დისტანციური სწავლების პროცესში, ბავშვებს კი უსურვო ჯანმრთელობა, ლაღი ბავშვობა და წარმატებები“,- აღნიშნავს პედაგოგი ნინო დანელია.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203