
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ახალ გამოწვევას შეუერთდნენ.
ხელოვნების მაწავლებელმა ირმა სამუშიამ დისტანციური სწავლების პერიოდში მოსწავლეები სახალისო გამოწვევებში ჩართო.
„ვამზადებ მე თვითონ“ - ასე ჰქვია პედაგოგის ახალ გამოწვევას, რომელიც მოსწავლეებისგან კულინარიული ნიჭის გამოვლენას მოითხოვს.
გამოწვევას მე-4 კლასის მოსწავლე ანა ბერიშვილი მონდომებით შეუერთდა.
იხილეთ ფოტოები