არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნების“ მოსწავლეებმა საპნის შესახებ საინტერესო პრეზენტაცია მოამზადეს
17-06-2020

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნების“ მე-11 კლასის მოსწავლეებმა ქიმიაში (პედაგოგი ნინო ბენიძე) power point-ის მეშვეობით წამოადგინეს პრეზენტაცია თემაზე - „საპონი“.

„დღეს, ძალიან ხშირად გვესმის - დაიბანე ხელები! ეს ისედაც ვიცოდით, რომ ჰიგიენა აუცილებელია, მაგრამ ახლა უკეთესად გავითავისეთ. როგორ ფიქრობთ, როგორ ამცირებს ხელების დაბანა ინფექციების გადატანის რისკს, რა ვიცით საპნის შესახებ? სწორედ, ამას ეძღვნება მოსწავლეების მიერ წამოდგენილი მასალაც. საპნის მოლეკულებს აქვთ ჰიდროფილური თავები და ჰიდროფობური ბოლოები. წყალთან ურთიერთქმედებისას საპნის მოლეკულები პატარა ბურთულებად იქცევიან. მიუხედავად იმისა,რომ საპნის ჰოდროფობურ ბოლოებს წყლის თავიდან აცილება სურთ, ისინი მიიზიდებიან ცხიმებისა და ზეთების მიერ“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203