გორის N3 საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად ვიდეომიმართვა ჩაწერეს
17-06-2020

გორის N3 საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდეს სიფრთხილისკენ და სახლში დარჩენისკენ, რათა კორონავირუსის გავრცელების საფრთხე ავირიდოთ თავიდან.

კლუბის ხელმძღვანელი ლუიზა ცერცვაძეა.

„ქვეყანაში შექმნილი ვითარების მიუხედავად, „ეკოფილები“ აქტიურად არიან ჩართულნი ონლაინ აქტივობებში. ამჯერად, მოამზადეს ვიდეო მიმართვა უხილავი მტრის, კორანავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად.

ისინი ვიდეო მოწოდებით შეახსენებენ მოსახლეობას, რომ სახლში დარჩენით, გონიერი ქმედებით, რეკომენდაციების შესრულებით ადვილად და მოკლე დროში შეძლებენ covid 19-ის დამარცხებას“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203