ლეხაინდრაოს საჯარო სკოლა მე-4 კლასელებს ახალ ეტაპზე გადასვლას ულოცავს, მათ დამრიგებლებს კი გაწეული შრომისთვის მადლობას უხდის
17-06-2020

მარტვილის მუნიციპალიტეტის ლეხაინდრაოს საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებს და მათ პედაგოგებს კორონავირუსის პანდემიამ პომპეზურად დამშვიდობების საშუალება არ მისცა.

მოსწავლეებმა პედაგოგების ძალისხმევით, მეორე სემესტრი ონლაინ სივრცეში გაიარეს და აქტიურობისთვის სიგელებითაც დაჯილდოვდნენ.

ლეხაინდრაოს საჯარო სკოლა მოსწავლეებს ახალ ეტაპზე გადასვლას ულოცავს, მათ დამრიგებლებს კი გაწეული შრომისთვის მადლობას უხდის. 

„პანდემიის რეჟიმმა და სამოქალაქო დისტანციამ თავისი გაიტანა და 15 მეოთხეკლასელსა და მათ პედაგოგებს პომპეზურად დამშვიდობების საშუალება არ მისცა.

პატარებმა, პედაგოგების ძალისხმევით, მეორე სემესტრი ონლაინ სივრცეში გაიარეს და აქტიურობისთვის სიგელებითაც დაჯილდოვდნენ.​

ლეხაინდრაოს საჯარო სკოლა მადლობას უხდის მათ დამრიგებლებს: ელისო დანელიას, დარეჯან ბართაიასა და იზოლდა ჭილაიას გაწეული შრომისთვის. მადლობა მეოთხეკლასელთა სხვა მასწავლებლებსაც. მათ ძალ-ღონე არ დაიშურეს და ვირტუალურ რეალობაში პატარებს იდეალური საკლასო ოთახები მოუწყვეს.

გილოცავთ, ბავშვებო, სწავლების ახალ ეტაპზე გადასვლას და წარმატებულ მომავალს გისურვებთ. ყველაფერი ჩაივლის და სექტემბერში მთელი მონდომებით დავიწყებთ ნათელი ისტორიის შექმნას. მშვიდ,ნაყოფიერ და ხალისიან დასვენებას გისურვებთ!“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203