დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებს დამრიგებელმა სასწავლო წლის დამთავრება სამახსოვრო ვიდეორგოლით მიულოცა
16-06-2020

ადიგენის მუნიციპალიტეტის ​დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებს კლასის დამრიგებელმა ციცინო აბულაძემ სასწავლო წლის დამთავრება სამახსოვრო ვიდეორგოლით მიულოცა. 

„ჩემს საყვარელ მე-4 კლასის მოსწავლეებს ვულოცავ სასწავლო წლის დამთავრებას. თქვენთან მუშაობის ოთხი წელი საკმაოდ ნაყოფიერი იყო. ჩვენ არაერთი საინტერესო ღონისძიება ჩავატარეთ. არ შეიძლება არ აღვნიშნოთ დისტანციური სწავლება. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჩვენ: მასწავლებლებმა, მოსწავლეებმა, მშობლებმა ყველაფერი შევძელით სასწავლო წლის წარმატებით დასრულებისათვის. ყველა მოსწავლე ჩართული იყო „თიმსში“, ასევე სხვა პლატფორმებზეც. ვამაყობ, რომ მართლაც კარგი მოსწავლეები მყავდა და გული მწყდება, ძალიან გამიჭირდება მათთან განშორება. მიყვარხართ ჩემო საყვარელო მოსწავლეებო“,- წერს კლასის დამრიგებელი ციცინო აბულაძე. 

იხილეთ ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203