დანდალოს N1 საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა გამოსაშვები ღონისძიება დისტანციურად გამართეს
16-06-2020
იაკობ გოგებაშვილის სახელობის ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დანდალოს N1 საჯარო სკოლის IV კლასის გამოსაშვები ღონისძიება დისტანციურად გაიმართა.
მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს და მასწავლებლებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს. მასწავლებელმა კი მოსწავლეებს მე-4 კლასის წარმატებით დასრულება მიულოცა და დისტანციურ სასწავლო პროცესში აქტიური ჩართულობისთვის მათ, მათ მშობლებს და მასწავლებლებს მადლობა გადაუხადა.