„ეს ოთხი წელი“ - თბილისის N60 სკოლის მოსწავლეებმა მე-4 კლასის დამამთავრებელი ღონისძიება დისტანციურად გამართეს
16-06-2020

თბილისის N60 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა მე-4 კლასის დამამთავრებელი ღონისძიება დისტანციურად გამართეს.

მოსწავლეებმა ღონისძიება - „ეს ოთხი წელი“ მოაწყვეს. მოსწავლეებს ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცა კლასის ხელმძღვანელმა მაია ბაღაშვილმა. 

„ჩემო ძვირფასებო და უსაყვარლესო მე-4 კლასის მოსწავლეებო, უკვე გაბედულად დგახართ, ახალი აღმოჩენების გზაზე. დაე, თითოეულმა თქვენგანმა იპოვნოს ბედნიერება დედამიწაზე და აიხდინოს ყველაზე სანუკვარი ოცნება.

ადამიანისთვის, რომელსაც წარმატების მიღწევა სურს, წინაღობა ტრამპლინია - პრობლემა -საწვავი. ამიტომ, ნებისმიერმა წინაღობამ და პრობლემამ თქვენ კიდევ უფრო უნდა გაგაძლიეროთ და აგანთოთ. ხოლო, არ დაივიწყო, „ადამიანებისადმი ღირსეული მოპყრობა - ყოველგვარ ცოდნაზე მაღლა რომ არის სიყვარულით, თქვენი მაია მასწავლებელი“, -წერს მაია ბაღაშვილი.

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203