გორის N3 საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრები რძის პროდუქტების საწარმოს ესტუმრნენ
16-06-2020

გორის N3 საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრები, კლუბის ხელმძღვანელ ლუიზა ცერცვაძესთან ერთად რძის პროდუქტების საწარმო „ნებიერას“ ესტუმრნენ.

მთავარმა ტექნოლოგმა ზაზა ონიანმა და რძის პროდუქტების წარმოების მთავარმა სპეციალისტმა ზურაბ პაპუაშვილმა მოსწავლეებს საინტერესო ინფორმაცია მიაწოდეს.

მოსწავლეებმა დაათვალიერეს საწარმო, მიიღეს საინტერესო და ამომწურავი პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე. ბოლოს, სასიამოვნო მასპინძლებმა მოსწავლეებს რძის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები დააგემოვნებინეს.

იხილეთ ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203