გორგაძეების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პოეტი ზურაბ გორგილაძე გაიხსენეს
16-06-2020

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გორგაძეების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პოეტი ზურაბ გორგილაძე გაიხსენეს და ვიდეო მოამზადეს. ვიდეოში მოსწავლეები პოეტის ბიოგრაფიას გვიამბობენ და მის ლექსებს გვიკითხავენ.

„კარანტინში ყოფნა უფლებას არ გვაძლევს დავივიწყოთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი კუთხის და ჩვენი სოფლის საამაყო პოეტ ზურაბ გორგილაძის დაბადების დღე.

ჩვეული „ზურაბობა 2020“ ასე მოკრძალებულად აღნიშნეს V კლასის მოსწავლეებმა. დისტანციურობამ ხარვეზები გამოიწვია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით”,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203