„თქვენ უკვე წარმატებით გადალახეთ პირველი მნიშვნელოვანი ეტაპი“ - ჩაქვის N1 საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს მე-4 კლასის დამთავრებას ულოცავენ
16-06-2020

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის, ჩაქვის N1 საჯარო სკოლის lVა კლასის მოსწავლეებს დამრიგებელი თამარ იშხნელიძე და მასწავლებლები - თამუნა გოგიტიძე, მაიკო დათუნაიშვილი და რომან ჯაფარიძე მე-4 კლასის დამთავრებას ულოცავენ. 

პედაგოგებმა მოსწავლეებს სამახსოვრო ვიდეორგოლი მიუძღვნეს. 

„ჩემო ძვირფასო ბავშვებო! დავასრულეთ მეოთხე კლასი, ჩვენი მეგობრობისა და ურთიერთობის ოთხი ლამაზი წელი. თქვენ უკვე წარმატებით გადალახეთ პირველი მნიშვნელოვანი ეტაპი. მუდამ წარმატების გზებით გევლოთ, გფარავდეთ უფალი...მინდა დარჩეთ მეგობრულ კლასად და გიყვარდეთ ერთმანეთი...გახსოვდეთ, ჩვენს ქვეყანას განათლებული და ღირსეული მომავალი სჭირდება, ამისათვის კი საჭიროა ბეჯითად განაგრძოთ სწავლა.არ შეუშინდეთ სიძნელეებს და არ შეჩერდეთ! მიგულეთ ყოველთვის თქვენს გვერდით, გისურვებთ წარმატებებს",- აღნიშნავს lVა კლასის დამრიგებელი თამარ იშხნელიძე.

იხილეთ ვიდეორგოლი

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203