„მარილები და მისი პრაქტიკაში გამოყენება“- არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნების“ მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაცია მოამზადეს
16-06-2020

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნების“ მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული ონლაინ მეცადინეობებში. დისტანციური სწავლების ფარგლებში მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებმა ქიმიაში წარმოადგინეს პრეზენტაციები power point-ში. თემა იყო - „მარილები და მისი პრაქტიკაში გამოყენება“.

საგნის პედაგოგი ნინო ბენიძეა.

„პრეზენტაციით მოსწავლეებმა შეძლეს არსებული ცოდნის დემონსტრირება. მარილები ესაა ნივთიერება, რომლის როლი ძალიან დიდია მცენარის ზრდა-განვითარებისათვის, შეძლეს დაესახელებინათ სხვადასხვა მარილები და ასევე, მათი ფორმულების შედგენა“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203