„მადლობა ჩემს პატარებს და მათ მშობლებს“ - თბილისის N103 საჯარო სკოლის მე-3 კლასის პედაგოგი მოსწავლეებს სასწავლო წლის წარმატებით დასრულებას ულოცავს
16-06-2020

თბილისის N103 საჯარო სკოლის მე-3 კლასმა დისტანციურ სასწავლო პროცესს კარგად გაართვა თავი. მოსწავლეებს „თიმსის“ პროგრამაში უტარდებოდათ ქართულის, მათემატიკის, ბუნების, ინგლისურისა და ხელოვნების გაკვეთილები. ბავშვები ონლაინ გაკვეთილებში სიხარულით ერთვებოდნენ, რის გამოც წლის ბოლოს სერტიფიკატებიც დაიმსახურეს.

„III კლასი (კლასის ხელმძღვანელი ნ. ყაჭეიშვილი) მსოფლიო პანდემიის გამო სრულად გადავიდა ონლაინ სწავლებაზე. მოსწავლეებს უტარდებოდათ ქართულის, მათემატიკის, ბუნების, ინგლისურისა და ხელოვნების გაკვეთილები. Teams- ის პროგრამამ საშუალება მოგვცა საგაკვეთილო პროცესი წარგვემართა სრულყოფილად, მომხდარიყო გამოკითხვა და ახალი მასალის ახსნა.

იმისათვის რომ, საგაკვეთილო პროცესი მიახლოებოდა რეალურს, ვიყენებდი  Power Point- ს, სადაც ვაწყობდი საინფორმაციო და სახალისო პრეზენტაციებს. 10-მდე მოსწავლე ვერ ახერხებდა Teams- ში ჩართვას და მათთვის გაკვეთილები  Facebook-ის საშუალებით ტარდებოდა.  

III კლასის მოსწავლეები აქტიურად მუშაობდნენ TV-სკოლაშიც. ის ბავშვებისათვის საკმაოდ სახალისო აღმოჩნდა.  მიიღეს სიგელები, რამაც მათი მოტივაცია აამაღლა.

მე ვფიქრობ, ჩვენ შევძელით ამ რთულ გამოწვევას გავმკლავებოდით. დავასრულეთ პროგრამა და გადავედით მეოთხე კლასში. მადლობა ჩემს პატარებს და მათ მშობლებს, რომლებიც სასწავლო პროცესის წარმატებით დასრულებაში აქტიურ მონაწილეობდნენ.

III კლასის მოსწავლეების სახელით, მინდა საქართველოს ყველა ბავშვს მივულოცო სასწავლო წლის დასრულება. მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს კი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წარმატებები ვუსურვო“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.        

იხილეთ ვიდეო




 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203