
აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელმა მე-4 კლასელებს სასწავლო წლის დასრულება მიულოცა და წარმატებული მომავალი უსურვა. მოსწავლეები დისტანციური სწავლების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები.
„როგორც ყველა მოსწავლისთვის, უჩვეულოდ დასრულდა სასწავლო წელი აფხაზეთის N2 საჯაროს სკოლის მეოთხე კლასისთვისაც (დამრიგებელი ლელა ყოლბაია), რომლებიც დისტანციური სწავლების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები.
ლელა მასწავლებელი დირექციასთან ერთად მადლობას უხდის ამავე კლასის მოსწავლეებს აქტიური ჩართულობისთვის და მათ მშობლებს თანადგომისთვის და მხარდაჭერისთვის.
„გილოცავთ, ჩემო ყოჩაღებო! წარმატებული მომავალი მინდა გისურვოთ. წინ უამრავი საინტერესო წლები გელით დარწმუნებული ვარ, თქვენ გამოიჩენთ საოცარ სიბეჯითეს, მიზანდასახულობას და ჩვენ - თქვენს მოსიყვარულე მშობლებსა და მასწავლებლებს გაგვაბედნიერებთ თქვენი წარმატებებით. მიყვარხართ“-ასე მიულოცა საზეიმოდ მოწყობილ, მაგრამ ცარიელი საკლასო ოთახიდან მონატრებულ მოსწავლეებს დამრიგებელმა ლელა ყოლბაიამ.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო