მარტუნის საჯარო სკოლის მასწავლებელს გურამ მურმანიშვილს ელექტრონული სერტიფიკატი გადაეცა
16-06-2020

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მარტუნის საჯარო სკოლის ქართული როგორც მეორე ენის მასწავლებელი გურამ მურმანიშვილი საგანმანათლებლო პლატფორმა tvschool.ge-ს ეფექტიანი გამოყენებისთვის ელექტრონული სერტიფიკატით დაჯილდოვდა.

გარდა ამისა, პედაგოგს TV სკოლის ადმინისტრაციამ მადლობა გადაუხადა ხარისხიანი და საინტერესო ტესტების შექმნისთვის.

პედაგოგი მოსწავლეებთან ერთად აქტიურად იყო ჩართული დისტანციურ სასწავლო პროცესში და მოსწავლეებს საინტერესო რესურსებს აწვდიდა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203