
ბათუმის სკოლა-ლიცეუმ „ნერგების“ მოსწავლეებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. მოსწავლეებმა დისტანციური სასწავლო პროცესის ფარგლებში, სხვადასხვა თემაზე დახატეს ორიგინალური ნახატები, შექმნეს ხელნაკეთი ნივთები.
მოსწავლეები ონლაინ სწავლების დროს საკუთარ ნამუშევრებს დისტანციურად უზიარებდნენ პედაგოგებს ფოტოებისა და ვიდეოების სახით.
დისტანციურ სასწავლო პროცესს მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა კარგად გაართვეს თავი, ისინი აქტიურად იყვნენ ჩართულები სასწავლო პროცესში, რასაც სკოლის მიერ გავრცელებული ფოტო და ვიდეო კოლაჟები მოწმობს.
იხილეთ ვიდეო