გორის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მასწავლებლებს სამადლობელი წერილები მიუძღვნეს
16-06-2020

ნიკოლოზ (ნიკო) კეცხოველის სახელობის გორის N1 საჯარო სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები სითბოსა და სიყვარულს გამოხატავენ მასწავლებლებისადმი და დიდ მადლობას უხდიან მათ. მოსწავლეებმა სამადლობელი პოსტები სოციალურ ქსელში განათავსეს.

თეკლა ხაჩიძე, X კლასის მოსწავლე აღნიშნავს, რომ მასწავლებლები გმირები არიან! გამოწვევების მიუხედავად, მათ მალევე გადალახეს დაბრკოლებები და  დროულად ჩაერთვნენ დისტანციურ სწავლებაში. თეკლა განსაკუთრებული სიყვარულითა და პატივისცემით საუბრობს კლასის ხელმძღვანელზე და აღნიშნავს, რომ მისი როლი უდიდესია მოსწავლეთა წარმატებების საკითხში.

დამრიგებლის როლზე საუბრობს IX კლასის მოსწავლე სალომე სხირტლაძეც. მას კლასის ხელმძღვანელის მონდომება, ზრუნვა, შრომისმოყვარეობა და  ერთგულება მოტივაციას უმაღლებს და პირობას დებს, მომდევნო წელს კიდევ უფრო მეტი შემართებით შეუდგება საქმეს.

VII კლასელ ლიზი ახალკაცს ოცნებად ექცა სკოლაში მისვლა, მაგრამ ფიქრობს, რომ ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვა ყველაზე მნიშვნელოვანია, სირთულეების მიუხედავად,  მასწავლებელთა შემართება, მათი სითბო და სიყვარული აძლიერებს და სწავლის სურვილს უძლიერებს. ის მადლობელია და იმედოვნებს, მალე ყველაფერი ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203