წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის დირექციამ 2019-2020 სასწავლო წელი შეაჯამა
16-06-2020
2019-2020 სასწავლო წელი ​კორონავირუსის პანდემიის გამო უჩვეულო გამოდგა, სკოლებს სწავლის დასრულება დისტანციურად უწევთ. სწორედ ამ თემაზე სკოლები სტატიებს გვიზიარებენ.

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის დირექციამ 2019-2020 წელი სასწავლო წელი შეაჯამა. ეს წელი მოულოდნელობებთან ერთად სკოლისთვის ბევრი საინტერესო სიახლით არის სავსე.

„დამთავრდა 2019-2020 სასწავლო წელი თავისი სიახლეებით, გამოწვევებით, საინტერესო დღეებით.
სიამაყით მინდა აღვნიშნო ჩვენი მასწავლებლების დიდი შრომით და მშობლებთან თანმამშრომლობით ყველა სიძნელე დაძლეული იქნა.

2019-2020 წელს სკოლაში ბევრი სიახლე დავნერგეთ. სკოლამ თავისი ულამაზესი ჰიმნი და მუსიკა დააფუძნა, გადავიღეთ კლიპიც, რომელიც დარჩება სკოლის ისტორიაში, დავნერგეთ ახალი ტრადიციები: წიგნის ჩუქების დღე, სოციალურად დაუცველ ბავშვებზე ერთი დღე უფასო კვება, შემოვიღეთ სკოლის საპატიო ტიტულები: სკოლის პატრიარქი და საპატიო მეოთხესკოლელი, გვაქვს მოსწავლეთა ახალი სასკოლო ფორმა, გავაცილეთ კიდევ ერთი თაობა...

ჩვენმა სასკოლო საზოგადოებამ დიდი პასუხისმგებლობით განვლო ის ძნელი დღეები, რომელიც ყველა სკოლის გამოწვევა გახლდათ“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში. 

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203