„მადლობა ამ ოთხი წლის გალამაზებისთვის“ - სარეკის საჯარო სკოლის პედაგოგებმა IV კლასელებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გზა დაულოცეს
16-06-2020

როსტომ აბრამიშვილის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სარეკის საჯარო სკოლის პედაგოგებმა მეოთხე კლასის მოსწავლეებს სასწავლო წლის დასრულება მიულოცეს და ცხოვრების ახალი ეტაპისაკენ გზა დაულოცეს. 

„მადლობა ამ ოთხი წლის გალამაზებისათვის ჩვენი კლასის სასიცოცხლო ძალას, ჩვენს მოუსვენარ, გონიერ, ჭკვიან ბავშვებს. მადლობა მათზე მუდამ მზრუნველ, მოამაგე, ცელქ დედებს, რომლებიც მასწავლებლის ყველა ინიციატივის განხორციელებისათვის მზადყოფნას გამოთქვამდნენ. მადლობა სარეკის საჯარო სკოლის დირექციასა და პედაგოგებს ჩვენი სასკოლო პირველი ნაბიჯების პირველ შემფასებლებს“,-აღნიშნულია პედაგოგების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203