
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლევის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა სამოქალაქო განათლების პროგრამის -„მომავლის თაობა“ პროექტის ფარგლებში ხელნაკეთი ნივთები შექმნეს.
აღსანიშნავია, რომ ფლევის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის დისტანციური სასწავლო პროცესი საინტერესოდ და სახალისოდ წარიმართა. მასწავლებლები მოსწავლეებს მრავალფეროვან აქტივობებს და სასწავლო რესურსებს სთავაზობდნენ. მოსწავლეები კი ცოდნის და შესაძლებლობების მაქსიმალურად წარმოჩენას ცდილობდნენ.
იხილეთ მოსწავლეთა ნამუშევრები: