
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ხელოვნების მასწავლებლის გამოწვევებს აქტიურად პასუხობენ. მოსწავლეებმა წარმოგვიდგინეს სპექტაკლები, ლექსები, ნამუშევრები.
ამჯერად კი დიდი გამოხმაურება მოჰყვა ხელოვნების მასწავლებლის, ირმა სამუშიას ახალ გამოწვევას - „მოდის კვირეული“.
მოსწავლეებმა, სახლის პირობებში, პოდიუმი გამართეს და ვიდეოს სახით გაგვიზიარეს.
ამჯერად წარმოგიდგენთ მე-3 კლასის მოსწავლეს, თამარ სამუშიას, რომელიც მასწავლებლის გამოწვევას გამოეხმაურა.
იხილეთ ვიდეო