დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სოციალური პროექტი - „ბიომრავალფეროვნება - ვაშლოვანის ეროვნული პარკი“ განხორციელდა
15-06-2020
2019-2020 სასწავლო წლის მე-2 სემესტრში, დისტანციური სწავლების პერიოდში დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებთან ინგლისური ენის პედაგოგმა, ეკა სეფიაშვილმა განახორციელა სოციალური პროექტი „ბიომრავალფეროვნება - ვაშლოვანის ეროვნული პარკი“.

როგორც პედაგოგმა აღნიშნა, პროექტზე მუშაობის ძირითადი მიზანი მოსწავლეთა მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფა იყო. ასევე ინდივიდუალური პასუხისმგებლობის, დამოუკიდებლად მუშაობის - უცხო ენაზე მასალის მოძიების, დახარისხების, ონლაინ ლექსიკონში მუშაობის, მოსმენის და საუბრის - უნარ-ჩვევების განვითარება,ცნობიერების ამაღლება და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში.

„სოციალურ პროექტზე მუშაობა გულისხმობს სკოლის გარეშე დაწესებულების ჩართვას სასწავლო პროცესში. ამიტომ დისტანციურ შეხვედრაზე მოვიწვიეთ ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ვიზიტორთა მომსახურების უფროსი სპეციალისტი, ქალბატონი ნინო სეთურიძე. ვებინარი საინტერესო და შედეგიანი აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის. მადლობა პატარებს და მათ მასწავლებელს გაწეული შრომისთვის“,- აღნიშნავს პედაგოგი.

ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203