გორის N12 საჯარო სკოლის მასწავლებელი მარინე ვართუმაშვილი „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ საუკეთესო ათეულშია
15-06-2020

გორის N12 საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი მარინე ვართუმაშვილი „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ საუკეთესო ათეულშია.

2020 წლის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსის ფარგლებში საუკეთესო ათეული გამოვლინდა. მათგან ერთ-ერთი 5 ოქტომბერს მასწავლებლის მსოფლიო დღეს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება.

გამარჯვებულს ფულადი პრიზის სახით, კამპანიის გენერალური სპონსორისგან - „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდისგან 10 000 ლარი გადაეცემა. საუკეთესო ათეულის დანარჩენ წევრებს ლიბერთი ბანკი დააჯილდოებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203