
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ციხისძირის საჯარო სკოლაში პროექტი - „როგორ ვიყენებ მათემატიკაში მიღებულ ცოდნას პრაქტიკაში?“ გახორციელდა.
პროექტის მთავარი ამოცანაა, კორონავირუსის პრევენციის მიზნით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, მოსწავლესა და მასწავლებელს შორის ეფექტიანი პედაგოგიური ურთიერთობის შენარჩუნება, ხოლო მიზანი - დისტანციური სწავლების პროცესში მოსწავლეებმა იმუშაონ ისეთ დავალებაზე, რომელიც უკავშირდება მათი ცოდნა-გამოცდილების სფეროს და მოითხოვს შემოქმედებითი პროდუქტის შექმნის გზით მათემატიკის საგნობრივი საკითხის დამუშავებას.
წარმოდგენილი ნამუშევრები ძირითადად შეესაბამება „კეთებით სწავლის” ანუ თეორიული ცოდნის პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნების უმნიშვნელოვანეს პრინციპს; მე-10 კლასის მოსწავლეებმა სანიმუშოდ გაართვეს თავი ამ სიტუაციას.
მათი მათემატიკის მასწავლებელი მარინე ბეჟანიძეა.
იხილეთ ფოტოები