ბანოჯის საჯარო სკოლის დირექციამ 2019-2020 სასწავლო წელი შეაჯამა
15-06-2020
2019-2020 სასწავლო წელი ​კორონავირუსის პანდემიის გამო უჩვეულო გამოდგა, სკოლებს სწავლის დასრულება დისტანციურად უწევთ. სწორედ ამ თემაზე სკოლები სტატიებს გვიზიარებენ.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბანოჯის საჯარო სკოლის დირექცია სკოლის პედაგოგებს და მოსწავლეებს სასწავლო წლის დასრულებას ულოცავს და 2019-2020 სასწავლო წელს აჯამებს.

„სრულიად საქართველოს საგანმანათლებლო სივრცის სასკოლო საზოგადოებას ვულოცავ 2019-2020 სასწავლო წლის უჩვეულოდ დასრულებას. განსაკუთრებით მასწავლებლებს, რომლებმაც თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმი შეძლეს და
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ყველა გამოწვევა შესაძლებლად აქციეს. არ დაზოგეს საკუთარი თავი, ცდილობდნენ ინტერნეტ სივრცის აქტივობები გამოეყენებინათ და მოერგოთ თავიანთ კლასზე. მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდის მიზნით საკუთარი ხელით შექმნილ რესურსებს იყენებდნენ.

მადლობა ყველა მოსწავლეს და მშობელს, ერთობლივი ჩართულობისა და ჯანსაღი კომუნიკაციისათვის. გისურვებთ ჯანმრთელობას და მშვიდად 2020-2021 სასწავლო წლის დაწყებას“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203