
ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი აგრძელებს პროექტს - „პატარა გიდი“. პროექტს ქუთაისის N19 საჯარო სკოლის მოსწავლეც შეუერთდა. სკოლის დირექტორი ნატო კუხიანიძეა.
ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულმა მუზეუმმა პროექტი „პატარა გიდი“ წამოიწყო. მასში მონაწილეობის მიღება 10-13 წლამდე მოსწავლეებს შეუძლიათ. პროექტი გულისხმობს, რომ შესაბამისი ასაკობრივი კატეგორიის მოსწავლე ერთი დღით ესტუმრება მუზეუმს და საზოგადოებას წარუდგენს კურატორის მიერ შერჩეული ერთი ექსპონატის მოკლე (5-7 წუთიანი) ისტორიას.
იხილეთ ვიდეო