
ყოველი სასწავლო წლის დასასრულს ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის დირექტორის, ფაქიზო ფანჩულიძის ინიციატივით ედელვაისობის დღესასწაული აღინიშნება.
„რატომ ედელვაისობა? ყვავილი ედელვაისი არის ბედნიერების, სიყვარულის, სიცოცხლის, სიმამაცის, მდგრადობის, გამარჯვების სიმბოლო. იგი მხოლოდ მთის მწვერვალზე ხარობს და მხოლოდ მთასვლელთ შეუძლიათ მისი ხილვა.
ვინაიდან ჩვენ ყოველი სასწავლო წლის ბოლოს ერთი წლის მასალას ვამთავრებთ და კლასიდან კლასში გადავდივართ, მაშასადამე ვეუფლებით გარკვეულ სიმაღლეს, წარმატებებს და ეს ყვავილი ვირტუალურად ჩვენს ხელთაა.
„ედელვაისობას“ სპეციალურად სიმღერა მივუძღვენით. ტექსტი სახელდახელოდ დაიწერა ჩვენი სკოლის პედაგოგების- დალი სილაგაძისა და დოდო ხაჩიძის მიერ, ხოლო სიმღერის მუსიკის ავტორია სკოლის მუსიკის პედაგოგი მაკა ჟორჟოლიანი.
ამ სიმღერას ვუძღვნით სრულიად საქართველოს მოსწავლეებსა და პედაგოგებს და ვულოცავთ სასწავლო წლის დამთავრებას“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ვიდეო