სარეკის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ონლაინ ღონისძიებით აღნიშნეს
15-06-2020

საჩხერის მუნიციპალიტეტის როსტომ აბრამიშვილის სახელობის სარეკის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე დისტანციურად აღნიშნეს. სკოლის პედაგოგები ამ დღის აღნიშვნას განსაკუთრებულად გეგმავდნენ, თუმცა ეპიდემიით გამოწვეულმა ვითარებამ გეგმების განხორციელებაში ხელი შეუშალა.

„26 მაისი - ამ დღეს განსხვავებულად მოველოდით. გვინდოდა როსტომ აბრამიშვილის სახელობის სარეკის საჯარო სკოლის დარბაზში ქართველი გმირებისადმი და ღირსეული წინაპრებისადმი მიგვეძღვნა ერთი ლამაზი საღამო, შემდეგ კი მოგვენახულებინა ჩვენი დედაბუნების ამეტყველებელი პოეტის, ვაჟა-ფშაველას კარმიდამო და გადაგვეხედა ჩვენი მშვენიერი საქართველოს მთიანეთიდან გადაშლილი ამაყი ლამაზი ხედებისათვის....მაგრამ დღეს სხვაგვარად წარგიდგებით ონლაინ ღონისძიების სახით“,-აღნიშნულია სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203