წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ოტია იოსელიანის დაბადებიდან 90 წლისთავი დისტანციურად აღნიშნეს
15-06-2020

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლეებმა (მასწავლებელი დოდო ხაჩიძე) ოტია იოსელიანის დაბადებიდან 90 წლისთავი დისტანციურად აღნიშნეს.

მოსწავლეებმა მწერლის ბრძნული გამონათქვამები წაიკითხეს.

„მათ წარმოგვიდგინეს მწერლის ბრძნული გამონათქვამები. რადგან სიბრძნე არის ღირებულება, რომელიც ადამიანს ეძლევა წლების განმავლობაში, დიდმა მწერალმაც თავისი ცხოვრებისეული გამოცდილება, ნანახ-გაგონილი და განცდილი სიბრძნის კონად აქცია და დაგვიტოვა მარად უკვდავ მემკვიდრეობად, რომელზედაც კვლავ მრავალი თაობა აღიზრდება“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203