
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები გამოწვევებს აქტიურად პასუხობენ. მოსწავლეების გასახალისებლად პედაგოგები მათ სხვადასხვა აქტივობას სთავაზობენ. ჯერ იყო ერთი მსახიობის თეატრი, სადაც მოსწავეებმა თავიანთი საყვარელი ზღპრები, ლექსები თუ იგავ-არაკები წარმოგვიდგინეს, შემდეგ „მოდის კვირეული“. მოსწავლეები ცეკვაში გამოიწვია ცეკვის მასწავლებელმაც.
ამჯერად, წარმოგიდგენთ მე-6 კლასის მოსწავლე გიორგი სამუშიას, რომელიც მასწავლებლის გამოწვევას პასუხობს და ლექსს გვიკითხავს.
იხილეთ ვიდეო