„ყველაფერი კარგად იქნება“ - წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პოზიტიური შინაარსის ნამუშევრები შექმნეს
15-06-2020

„ყველაფერი კარგად იქნება“ - წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ამ სლოგანის ფარგლებში ფოტოები გადაიღეს და ერთმანეთს გაუზიარეს. მოსწავლეებმა პოზიტიური შინაარსის ნამუშევრები შექმნეს და მასწავლებლებს გაუგზავნეს.

„სლოგანს - „ყველაფერი კარგად იქნება“ ასე გამოეხმაურნენ ჩვენი საყვარელი მოსწავლეები: ელენე ხაინდრავა, ელენე ლიპარტელიანი, ნია ქობულია დაიკოებთან ერთად, დავით კუხალაშვილი, საბა თუთბერიძე და გიორგი კეკუტია.
მართლაც, ცხოვრება მშვენიერია, როცა ასეთ ლამაზ სიცოცხლეებს უყურებ! მადლობა მშობლებს ფოტოების მოწოდებისათვის“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203