ფოთის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სტატიების კონკურსში წარმატებას მიაღწიეს
15-06-2020
ფოთის N12 საჯარო სკოლა აქტიურად და წარმატებით ჩაერთო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ინიცირებულ სტატიების კონკურსში - „პლანეტა პანდემიის შემდეგ“.
მე-8, მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებმა ლია გრიგალაშვილმა, გიორგი მოდებაძემ, სალომე ოჩხიკიძემ, გიგი დანელიამ და ლიკა ხურცილავამ საკუთარ სტატიებში ისაუბრეს იმის შესახებ, თუ როგორ იქნება პლანეტა პანდემიის შემდეგ, რა ეკოლოგიური და ეკონომიკური ცვლილებები გველის? როგორი იქნება ადამიანი სრულიად ახალ რეალობაში?
მოსწავლეებმა წარმატებასაც მიაღწიეს და კონკურსის მეორე ეტაპზე გადავიდნენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს