გორას საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დეკორატიული გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები დაამზადეს
15-06-2020
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, გორას საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დეკორატიული გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები დაამზადეს.
მოსწავლეები აქტივობაში ხალისით ჩაერთვნენ და შემოქმედებითი ნიჭი წარმოაჩინეს.
აღსანიშნავია, რომ გორას საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის დისტანციური სასწავლო პროცესი სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა. მოსწავლეებმა დისტანციურად არაერთი საინტერესო აქტივობა განახორციელეს.