ფარის საჯარო სკოლის კლუბმა - „ჯინსების თაობა“ ლიტერატურული პროექტის ფარგლებში საინტერესო აქტივობები განახორციელა
12-06-2020
მესტიის მუნიციპალიტეტის ფარის საჯარო სკოლის ლიტერატურული კლუბი „ჯინსების თაობა“ „მომავლის ლაბორატორიის“ მიერ გამოცხადებულ კონკურსში „როგორ ვაქციოთ წიგნი ბესტსელერად“ ჩაერთო.

პროექტში მონაწილეობენ მე-7, მე-8 და მე-5, მე-4 კლასის მოსწავლეები. ხელმძღვანელი, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, ეკა წულუკიძე გახლდათ.

პროექტი განეკუთვნება PBL პროექტებზე დაფუძნებული სწავლებას, რაც მოსწავლეს საშუალებას აძლევს სწავლების პროცესი გადაიტანოს რეალურ სიტუაციაში, გასცდეს საკლასო ოთახს და კონკრეტულ სასკოლო პროგრამას.

პანდემიის პირობებით გამოწვეულ სიტუაციაში, პროექტი მიმდინარეობდა დისტანციურ რეჟიმში, პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა შეძლეს განეხორციელებინათ საინტერესო აქტივობები.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეთა განხორციელებული აქტივობები იხილეთ სტატიაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203