ნუკრიანის N2 სკოლის დირექტორმა და მასწავლებლებმა პედაგოგი ლია სუთიაშვილი დისტანციური სწავლების პროცესში გაწეული დახმარებისთვის დააჯილდოვეს
12-06-2020

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანის N2 საჯარო სკოლის დირექტორმა და მასწავლებლებმა ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებელს ლია სუთიაშვილს დისტანციური სწავლების პროცესში გაწეული დახმარებისთვის მადლობის სიგელი გადასცეს.

„სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანის N2 საჯარო სკოლის მასწავლებლები აქტიურად ჩაერთვნენ დისტანციურ სწავლებაში და „თიმსის“ გამოყენებით ატარებდნენ გაკვეთილებს. ამ პროგრამის ათვისებასა და გამოწვევებთან გამკლავებაში, ჩვენი სკოლის მასწავლებლებს, ეხმარებოდა ისტ-ის მასწავლებელი ლია სუთიაშვილი. სასწავლო წლის ბოლოს გადავწყვიტეთ მისი წახალისება და მადლობის სიგელით დაჯილდოება“,- ნათქვამია სკოლის მიერ მოწოდებულ წერილში.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203