„თქვენთან ერთად გატარებული დღეები მრავალფეროვანი და საინტერესო იყო“ - ფლევის საჯარო სკოლის პედაგოგმა მოსწავლეებს IV კლასის დასრულება მიულოცა
12-06-2020

„თქვენთან ერთად გატარებული დღეები მრავალფეროვანი და საინტერესო იყო. ვიმედოვნებ, რომ თითოეული თქვენგანის მომავალი იქნება წარმატებითა და სიყვარულით აღსავსე. გილოცავთ მე-4 კლასის დასრულებას. გიყვარდეთ ერთმანეთი“,-ასე მიულოცა ხაშურის მუნიციპალიტეტის ფლევის საჯარო სკოლის პედაგოგმა ნონა გელაშვილმა მოსწავლეებს 4 კლასის დასრულება და ახალ ეტაპზე გადასვლა.

მასწავლებელი საყვარელ მოსწავლეებს დისტანციურად, ვიდეორგოლის საშუალებით გამოემშვიდობა. ვიდეოში ასახულია პედაგოგისა და ბავშვების ოთხწლიანი ურთიერთობა და ტკბილი მოგონებები.

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203