წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის პირველკლასელებმა სასწავლო წლის დასრულება აღნიშნეს
12-06-2020

წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის პირველკლასელებმა სასწავლო წლის დასრულება აღნიშნეს. მასწავლებლებმა პატარებს პირველი კლასის წარმატებით დამთავრება მიულოცეს. მათი დამრიგებელი ნატო მელქაძეა.

„მომენტი, როდესაც ფიქრობ, რომ ყველა კარი დაიკეტა, მსოფლიო ჩაიკეტა და უხილავ მტერს ებრძვის. ქვეყანა შიშმა მოიცვა და სწორედ ამ უიმედობის ჟამს ჩვენი პატარა გიმნაზიელები, რომლებიც ოპტიმიზმით და ენერგიით აღსავსენი არიან, არ შეეპუენ არსებულ მდგომარეობას. პანდემიას არ მისცეს უფლება ჩაეშალათ მათი გეგმები და მოახერხეს, ყველაზე ორიგინალურად დაეხურათ ის პირველი კლასი, რომელიც ყველაზე დასამახსოვრებელი და ამაღელვებელია ცხოვრების ახალ ეტაპზე.

ბევრი იწვალეს და მოახერხეს მიექციათ ყველას ყურადღება და ეჩუქებინათ ლამაზი წუთები.

ძალიან დიდ მადლობას ვუხდით მათ დამრიგებელს, ნატო მელქაძეს დაუღალავი შრომისა და უსაზღვრო სიყვარულისთვის, მშობლებს გაწეული დახმარებისა და აქტიურობისთვის და რა თქმა უნდა, ჩვენს პირველ კლასელ გიმნაზიელებს, დაე, ყოველთვის ისეთივე სიამაყით ეტარებინოთ ეს სახელი როგორც ახლა“,-აღნიშნულია გიმნაზიის ინფორმაციაში.


იხილეთ ფოტოები და ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203