
2019-2020 სასწავლო წელი კორონავირუსის პანდემიის გამო უჩვეულო გამოდგა, სკოლებს სწავლის დასრულება დისტანციურად უწევთ. სწორედ ამ თემაზე სკოლები სტატიებს გვიზიარებენ.
აფხაზეთის N7 საჯარო სკოლის დირექცია დისტანციური სასწავლო პროცესის შესახებ სკოლის მოსწავლეთა და მასწავლებელთა აქტივობების შესახებ მოგვითხრობს:
„როგორც მოგეხსენებათ აფხაზეთის N7 საჯარო სკოლა ჩართულია დისტანციური სწავლების რეჟიმში, მოსწავლეები მასწავლებლების ხელშეწყობით ასრულებენ სხვადასხვა აქტივობებს (პროექტები, კომპლექსური დავალებები, ტესტირებები და პრეზენტაციები) „თიმსის“ პლატფორმის გამოყენებით, ვთანამშრომლობთ როგორც
TVschool.ge-სთან (ვიყენებთ ტესტებს), ასევე ტელესკოლასთანაც (ვიყენებთ ტელესკოლის ვიდეოგაკვეთილებს)...
წახალისების მიზნით, დაწყებითი კლასების მასწავლებლებმა (1-ლი კლასი ზემირა აფხაზავა, მე-2 კლასი ეკა სიჭინავა, მე-3 კლასი ირმა სიმაურიანი, მე-4 კლასი დალი ეჯიბია, მე-5 კლასი ნინო ფარულავა, მე-6 კლასი ნინო გარუჩავა) მოსწავლეებს მადლობის სიგელები დაუმზადეს და გადაუგზავნეს ელექტრონული ფორმით, დისტანციური სწავლების აქტიური ჩართულობისთვის.
ასევე მადლობის სერტიფიკატი გადასცა TV school-მა გაწეული მუშაობისთვის ზემოთ ხსენებული კლასების მასწავლებლებს და მოსწავლეებს.
ასე დაუფასდათ მათ ტელესკოლის საიტზე ტესტების წარმატებით შესრულება“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები