„ცარიელი სკოლიდან შევეცადეთ ეს დღე გაგველამაზებინა“ - ბათუმის N20 სკოლის პედაგოგებმა მოსწავლეებს მე-4 კლასის დამთავრება ორიგინალურად მიულოცეს
12-06-2020

ბათუმის N20 საჯარო სკოლის IV კლასის მასწავლებლებმა მოსწავლეებს ოთხი კლასის დასრულება და მომდევნო ეტაზე გადასვლა მიულოცეს.

ვიდეო, რომელიც პედაგოგებმა ბავშვებს მიუძღვნეს ამაღელვებელია. მასწავლებლებმა ცარიელი სკოლის კედელზე მოსწავლეების სახელები და გვარები ფერადი ქაღალდისგან გამოჭრილ გულებზე დაწერეს, მის ფონზე კი პატარებს სიტყვით მიმართეს და წარმატებული, თავგადასავლებით სავსე მომავალი უსურვეს.

„ჩვენ, მასწავლებლებმა ცარიელი სკოლიდან შევეცადეთ ეს დღე გაგველამაზებინა თქვენთვის, გილოცავთ და გლოცავთ“, -ამბობს ერთ-ერთი პედაგოგი.

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203