
ბოლნისის მუნიციპალიტეტის კერძო სკოლა „დავითიანის“ მოსწავლემ მაია მარტიაშვილმა Covid 19-თან დაკავშირებით გამართულ ნახატების საერთაშორისო კონკურსზე პირველი ადგილი მოიპოვა. ნომინაციაში „საუკეთესო ნახატი - თავდადებული ექიმები“ კი გაიმარჯვა მე-9 კლასის მოსწავლემ, იბრაგიმ აბდულაევმა.
„2020 წლის მაისში ორგანიზაციამ „Women For Development“ NGO გამართა ნახატების საერთაშორისო კონკურსი „Peace lessons from COVID-19“, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ მოსწავლეები 7 ქვეყნიდან. 84 ნახატიდან გამოვლინდა 3 გამარჯვებული ნახატი, რომელთაგან პირველი ადგილი ერგო სკოლა „დავითიანის“ მე-9 კლასის მოსწავლის, მაია მარტიაშვილის ნახატს სახელწოდებით - „შიში“. ასევე, ნომინაციაში „საუკეთესო ნახატი - თავდადებული ექიმები“ გაიმარჯვა მე-9 კლასის მოსწავლემ, იბრაგიმ აბდულაევმა.
მეორე ადგილზე გავიდა სომეხი მოსწავლე ჯულია არუტიუნიანი ნახატით „გავერთიანდეთ და შევებრძოლოთ ვირუსს“, ხოლო მესამე ადგილზე - უკრაინელი გოგონა ვალერია ოვჩარენკო ნახატით „თავიდან ავიცილოთ გლობალური კატასტროფა“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ნამუშევრები