
მარტვილში მოსწავლეების დისტანციური განათლების მოტივაცია პრიორიტეტულია.
ამაში მარტვილში მცხოვრებ ოჯახებს და სკოლის მასწავლებლებს izrune.ge-ს ტესტები ეხმარება.
ძმები როინი და ანრი ბჟალავები მარტვილის მუნიციპალიტეტის გიზო წულაიას სახელობის გაჭედილის საჯარო სკოლის მე-2 და მე-5 კლასის მოსწავლეები არიან.
ისინი განსაკუთრებულად ემზადებიან „წიგნიერების ხუთშაბათის“ ტესტის გასავლელად:
„მოგესალმებით, გვინდა გაგიზიაროთ ჩვენი წარმატება. მე და ჩემმა ძმამ 31 მაისს ოქროს დიპლომები მოვიპოვეთ, რისთვისაც მადლობას ვუხდით „izrune.ge"-ს გუნდს. მადლიანი საქმეა, როდესაც მსოფლიოში შექმნილი მდგომარეობის დროს ასე ეფექტურად ზრუნავთ მოსწავლეებზე. სასწავლო წელი მთავრდება და მინდა საქვეყნოდ მადლობა გადავუხადო „izrune.ge"-ს, ჩემს სკოლას, თითოეულ მასწავლებელს, განათლების სამინისტროს და ჩემს მშობლებს“,- ამბობენ მოსწავლეები.