
მარტვილის მუნიციპალიტეტის ხუნწის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა წარმატებით გაართვეს თავი კომპლექსურ დავალებას, რომლის მიზანიც იყო ინგლისურში სამიზნე ცნებების - წერითი და ზეპირი კომუნიკაციის პრაქტიკაში გადმოტანა.
მე-5 კლასის მოსწავლეებმა (ნინო ძაძამიამ, ანი ფაილოძემ და ნინო გახოკიძემ) შესწავლილი იგავ-არაკების მაგალითზე შექმნეს საკუთარი იგავ-არაკი, რომლის მორალიც პასუხობდა თემას: „პატარა მეგობრები ზოგჯერ ჩვენთვის დიდ მეგობრები ხდებიან“/ „little friends may become our big friends“.
მოსწავლეებმა სხვადასხვა შინაარსის იგავ-არაკები გამოიგონეს და მათი დისტანციურ რეჟიმში პრეზენტაციაც შესანიშნავად მოახერხეს.
მათი მასწავლებელი ეკატერინე კვანტალიანია.
იხილეთ ვიდეოები