„წითელი წიგნი“ - ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კომპლექსური დავალება შეასრულეს
12-06-2020

ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მე-5 (ა, ბ, გ - ი.შავგულიძე, ვ.კვირიკაშვილი, შ.დანელია) კლასების მოსწავლეებმა ბუნებისმეტყველებაში (მასწავლებელი შ.დანელია) კომპლექსური დავალება შეასრულეს.

დავალების თემა იყო: „წითელი წიგნი“

„აღნიშნული აქტივობა დაიწყო სასკოლო სივრცეში, 2020 წლის თებერვლის დასაწყისში. სამწუხაროდ, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო ვერ დაასრულეს.... ვერ მოასწარეს პრეზენტაციების გაკეთება.  თუმცა ონლაინ სწავლების რეჟიმზე გადასვლის შემდე გააგრძელეს თანამშომლობითი ურთიერთობები, გაუზიარეს ერთმანეთს ინფორმაციები და დაასრულეს თავიანთი დაწყებული აქტივობაც.

კომპლექსური დავალების „წითელი წიგნი“ შინაარსობრივი მხარე ასეთია: მოსწავლეებმა მოიძიეს საინტერესო ინფორმაციები, გადაშენებული და გადაშენების პირას მისული მცენარეების, ცხოველების და ისტორიული ძეგლების შესახებ. გააკეთეს ნახატები, შეიმუშავეს ინდივიდუალური დიზაინი და საბოლოდ შექმნეს საინტერესო პროდუქტი: „წითელი წიგნი“.

მადლობა ყველა მოსწავლეს და მათ მშობლებს, დამრიგებლებს შრომისთვის, თანადგომისთვის, აქტიურობისთვის“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203