გაიცანით, ქობულეთის N1 სკოლის მეორე კლასის წარმატებული მოსწავლე მათე ნაკაშიძე, რომელმაც izrune.ge-ს ოქროს დიპლომი მოიპოვა
12-06-2020
აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ქობულეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი. 

მოსწავლეები მაისის შემაჯამებელი ტესტის წარმატების დიპლომებს დღემდე გვიზიარებენ.

გაიცანით, აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ქობულეთის N1 საჯარო სკოლის მეორე კლასის წარმატებული მოსწავლე - მათე ნაკაშიძე.

მან  „წიგნიერების ხუთშაბათის“ ტესტის მეშვეობით წიგნიერების დონე აიმაღლა, ცოდნა გაიღრმავა და წაკითხული წიგნები გაიმეორა.

„მე ვარ მათე, მე ძალიან მომწონს izrune.ge-ს ტესტები და დიდი სურვილი მაქვს გავაგრძელო ტესტების შესრულება ყოველ ხუთშაბათს და ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს. მადლობა თქვენს გუნდს და ყველა იმ ადამიანს ვინც მოგვცა საშუალება ეს რამოდენიმე თვე აქტიურად გაგვეტარებინა“,- ამბობს მოსწავლე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203