ხოფურის საჯარო სკოლის პედაგოგმა ხათუნა ღლონტმა წარმატება საქართველოს ფარგლებს გარეთ მოიპოვა
12-06-2020

ლენტეხის მუნიციპალიტეტის ხოფურის საჯარო სკოლაში 2019/2020 სასწავლო წლის დასაწყისში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში რუსული ენის პედაგოგად ხათუნა ღლონტი დაინიშნა.

ხათუნა წამყვანი პედაგოგია და „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში 2016 წლიდან დღემდე მუშაობს.

როგორც სკოლის დირექციამ აღნიშნა, ხათუნა როგორც პედაგოგებთან, ასევე მოსწავლეებთან და მშობლებთან არის  კომუნიკაბელური, მოტივირებული და რაც მთავარია, მიზანდასახული პედაგოგი. თავისუფლად უმკლავდება სიახლეებსა და თანამედროვე გამოწვევებს.

6-8 ივნისს იაპონიაში, ტოკიოში ჩატარდა IV საერთაშორისო სამეცნიერო-პრატიკული კონფერენცია „SCINTIFIC HORIZON IN THE CONTEXS OF SOCIAL CRISEZ“, სადაც ხათუნამ და მისმა თანაავტორმა  წარადგინეს თემა: „ინფორმაციულ-საკომუკიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება უცხოური ენის სწავლებისას“. თემაში არის განხილული პრაქტიკული მაგალითები, დისტანციური სწავლება პანდემიის დროს, თუ რა პროგრმებს იყენებენ პედაგოგები და ა.შ.

ხათუნას სამეცნიერო მასალები იბეჭდება ასევე პოლონეთსა და ბელორუსიაში.

ხოფურის საჯარო სკოლა ულოცავს პედაგოგს წინსვლას საგანმანათლებლო საქმიანობაში და მომავალშიც უდიდეს წარმატებებს უსურვებს.

კონფერენციის მასალები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე გვ.60 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203