
დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლის დირექციამ და მასწავლებლებმა პირველკლასელებს სასწავლო წლის წარმატებით დასრულება მიულოცეს და ბედნიერი დასვენება უსურვეს.
მოსწავლეებმა არაჩვეულებრივი, საინტერესო და სახალისო ვიდეო მოამზადეს. ისინი დისტანციურად გამოემშვიდობნენ მეგობრებს და მასწავლებლებს.
„პირველკლასელებო, გილოცავთ სასწავლო წლის დასრულებას, ბედნიერ დასვენებას, ხალისიან და საინტერესო არდადეგებს გისურვებთ. მადლობა ნინო მასწავლებელს დაუღალავი შრომისათვის და სასწავლო წლის ასე ლამაზად დასრულებისთვის“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ვიდეო