
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლე საბა თუთბერიძე და მისმა პატარა დაიკო სანდრა ექიმებს, პოლიციას და ჯარს მადლობას უხდიან იმ დიდი და მნიშვნელოვანი სამუშაოებისათვის, რომელსაც ისინი ეწვიან ყოველდღე, რათა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა დაიცვან პანდემიისაგან.
მოსწავლეებმა ვიდეო დირექციას გაუგზავნეს.
„ყველაფერი კარგად იქნება“ - ასეთი სლოგანით გაგვამხნევეს პატარებმა. ნახატი „მადლობა ექიმებს“ კი მოგვაწოდა მე-4 კლასის მოსწავლემ, ელენე ცანავამ. კლასის ხელმძღვანელი რუსუდან ლობჟანიძეა.
მადლობა მშობლებს ირინა გაბიანს და მაიკო უგლავას სკოლასთან აქტიური თანამშრომლობისათვის“,-აღნიშნულია სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები