აფხაზეთის N7 სკოლის IV კლასის მასწავლებელი დალი ეჯიბია მოსწავლეებს დისტანციურად გამოემშვიდობა
11-06-2020

აფხაზეთის N7 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მასწავლებელი დალი ეჯიბია მოსწავლეებს დისტანციურად, „თიმსში“ გამოემშვიდობა და პატარებთან ერთად გატარებული წლები გაიხსენა. მოსწავლეები მასწავლებელს ვიდეორგოლით გამოემშვიდობნენ.

„ასე დემშვიდობა „თიმსის“ პლატფორმის გამოყენებით თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის N7 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მასწავლებელი დალი ეჯიბია თავის უსაყვარლეს მოსწავლეებს და მშობლებს.

ჩვენი სტუმრები იყვნენ: სკოლის დირექტორი ელისო სიჭინავა, დირექტორის მოადგილე ნარგიზა ნარსია, მასწავლებლები: ნინო გარუჩავა, დარეჯან შენგელია, ნინო ფაეულავა.

მოსწავლეებმა საინტერესოდ და დიდი მონდომებით წარადგინეს მათ მიერ მომზადებული ვიდეო პრეზენტაცია განვლილ ოთხ წლთან დაკავშირებით და მადლობა გადაუხადეს მასწავლებლებს. მასწავლებლებმაც დიდი სიყვარულითა და მონატრებით გაიხსენეს პატარებთან გატარებული წლები. 

მოსწავლეების შეფასება ყველაზე დიდი ჯილდო იყო მასწავლებლებისთვის“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები და ვიდეოები




 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203