შეუბნის საჯარო სკოლის დირექციამ დისტანციურ სასწავლო პროცესში ჩართულობისთვის მოსწავლეები და მათი მშობლები დააჯილდოვა
11-06-2020

ონის მუნიციპალიტეტის შეუბნის საჯარო სკოლა, მსოფლიოში შექმნილი ეპიდემიური სიტუაციიდან გამომდინარე, დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.

მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულნი სხვადასხვა სასწავლო პლატფორმის საშუალებით.

სკოლის დირექციამ აქტიური მოსწავლეები და მათი მშობლები დიპლომებითა და მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.

დირექტორმა მასწავლებლებს დაუღალავი შრომისთვის მადლობა გადაუხადა. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203